hialuronis mjava

რა არის ჰიალურონის მჟავა ?

ხანგრძლივი ცხოვრება სიბერის გარეშე უძველესი ხანიდან კაცობრიობის საყვარელი ოცნება იყო. ჩვენ უკვე ნახევარი ნაბიჯით ვართ ამ მოვლენისკენ. ეს გახდა შესაძლებელი რევოლუციური ტექნოლოგიების წყალობით, ესთეტიკურ მედიცინიში ჰიალურონის მჟავის აქტიურად გამოყენებისას.

ტერმინი “ჰიალურონის მჟავა” ცნობილია ყველა ადამიანისათვის, ვინც ოდნავ დაინტერესებულია კოსმეტოლოგიაში. მაგრამ ბევრისათვის ჯერ კიდევ არ არის ნათელი, თუ რატომ არის ჰიალურონის მჟავა თანამედროვე კოსმეტოლოგიაში მთავარი იარაღი? და რით დამსახურა მან ეს წოდება?

ჰიალურონის მჟავა არის გლუკოზამინოგლიკანთა ოჯახის პოლილიკარდიდი, რომელიც სხვადასხვა ბიოლოგიური სტრუქტურისა და სითხეების კომპონენტია. ის გვხვდება ადამიანის, ცხოველებისა და ზოგიერთი ბაქტერიების უჯრედებში. ბიოლოგიის გაკვეთილებიდან ვიცით, რომ ორგანიზმი შედგება უჯრედებისგან, უჯრედები და ორგანოებს შორის სივრცე ივსება შემაერთებელი ქსოვილებით.